ირაკლი კობახიძე ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით: იმედია, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება

18 მაისი 2017
ირაკლი კობახიძე ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით: იმედია, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

„ვიზიარებ შეშფოთებას ბატონი ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.