ირაკლი კობახიძე: „იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი რეზოლუციის მიღება“

06 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ერთიანი რეზოლუციის მიღება“

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ საერთო რეზოლუციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ამჟამად არის ინიცირებული ორი რეზოლუცია. ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები და გაგრძელდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო, ასე ვთქვათ, ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.