ირაკლი კობახიძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

26 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, „ოქროს ფრთა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს გადაეცა.

„ოქროს ფრთა“ გადაეცათ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მწერლებს და პოეტებს, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს. „ოქროს ფრთით“ დაჯილდოვდნენ საქართველოს უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტებიც.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფონდი ყოველწლიურად აჯილდოებს წარმატებულ ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს, მწერლებს და პოეტებს.

საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, 2017 წლის 26 დეკემბერი