ირაკლი კობახიძე კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 დეკემბერი 2017


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი დიპლომატის, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილს მიუძღვის უდიდესი დამსახურება საქართველოს წინაშე. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დააკლდება ქართულ დიპლომატიას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე