ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა

20 მარტი 2017
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორს ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა. პროფესორ დეგენჰარტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  სამართლის პროგრამის მოწვევით კონსულტაციას უწევს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.

მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა რეფორმირება უნდა განხორციელდეს - მათ შორის, პარლამენტთან, მართლმსაჯულების სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქრისტოფ დეგენჰარტმა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა, 2017 წლის 20 მარტი
  • ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა, 2017 წლის 20 მარტი
  • ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა, 2017 წლის 20 მარტი