ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

18 მაისი 2017
ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ვარშავაში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.  

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაჟოვიჩთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. 

ირაკლი კობახიძე და ივან ბრაჟოვიჩი აქტიურ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ივან ბრაჟოვიჩი საქართველოში მოიწვია.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, 2017 წლის 18 მაისი