ირაკლი კობახიძე: „მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად“

06 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტები შეუფერხებლად უნდა საქმიანობდეს, ხოლო რაც შეეხება ბორჯომში არჩევნების ჩატარებას - ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. 

„ჩვენ ბორჯომში ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთადერთი ინტერესი, რომ მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული. მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად და ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე დავგეგმავთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი სახის საკითხებთან. ეს არის თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, მუნიციპალიტეტში როგორც წარიმართება პროცესები იმის მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი განვითარება წარმოვიდგინოთ, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას - ხედვა არის ის რომ მთავარია ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული და რეალიზებული“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.