ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“

13 ივნისი 2018
ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“

„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს და ასეთი რამ არცკი განხილულა საქართველოს პარლამენტში.