ირაკლი კობახიძე რეზოლუციის შესახებ: საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს

13 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე რეზოლუციის შესახებ: საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს

„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია. მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე - ეს უნდა იყოს სულისკვეთება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

„აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.