ირაკლი კობახიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14 ნოემბერი 2017
ირაკლი კობახიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტეოდორ მელესკანუსთან გამართა. 

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობაზე, ასევე, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხიც.

საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს შეეხო.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და აქტიურად აგრძელებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას. მისივე თქმით, რუმინეთი მზადაა, საქართველოს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბარი ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას, აგრეთვე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს შეეხო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს რუმინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, 2017 წლის 14 ნოემბერი