ირაკლი კობახიძე სენატორ დევიდ პერდიუს შეხვდა

08 თებერვალი 2018
ირაკლი კობახიძე სენატორ დევიდ პერდიუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ დევიდ პერდიუს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრაზე განიხილეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ხაზგასმით აღნიშნეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

სენატორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე სენატორ დევიდ პერდიუს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • ირაკლი კობახიძე სენატორ დევიდ პერდიუს შეხვდა, 2018 წლის 8 თებერვალი