ირაკლი კობახიძე შვედეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

07 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე შვედეთის პრემიერმინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრის სახელმწიფო მდივანს, ჰანს დალგრენს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ქვეყნის სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრის სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი თქმით, შვედეთი გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას როგორც შიდა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

ხაზგასმით აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ ჰანს დალგრენს შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.