ირაკლი კობახიძე: „შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს"

13 სექტემბერი 2018
ირაკლი კობახიძე: „შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს"

„შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის კუთხით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრიბურგის უნივერსიტეტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  მრგვალი მაგიდის-„სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიასთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა  და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მოხარულები ვართ რომ გვაქვს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის კუთხით. როგორც თქვენთვის ცნობილია რუსეთთან გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% მითვისებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და შვეიცარია გვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით. მათთან ურთიერთობაში ჩვენ გვაქვს მიღწევები ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ არ გვაქვს არანაირი წინსვლა, მაგრამ გლობალური ტენდენციებით და განვითარებით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა ამ კუთხითაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად, ქვეყნებს აკავშირებთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაც.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განათლებისა და კულტურის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ქართველი და შვეიცარიელი მეწარმეების ურთიერთობის კუთხით, რაც თავის მხრივ განაპირობებს კარგ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება განათლებისა და კულტურის სფეროებში, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროებში მოხდეს გამოცდილების გაზიარება. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ამ კუთხით თანამშრომლობა თქვენს უმაღლეს სასწავლებლებთან. ჩვენი ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს განათლების რეფორმა და ჩენ გვსურს რეფორმები რადგან ეს მიმართულება საჭიროებს განვითარებას. კონტაქტები ქართულ და შვეიცარიულ სასწავლებლებს შორის დაგვეხმარება ამ კუთხით”, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: „შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს", 2018 წლის 13 სექტემბერი