ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

13 სექტემბერი 2018
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან გამართა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დუალური პროფესიული განათლების მეთოდოლოგია და მისი საქართველოში დანერგვა იყო.

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვეიცარიის კონფედერაციის დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა და მომზადების სისტემა გააცნო.

ხაზგასმით აღინიშნა დუალური განათლების მოდელის მნიშვნელობა ეკონომიკური და სხვადასხვა პროფესიული დარგის განვითარებისთვის.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„შვეიცარია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დუალური განათლების მხრივ. აქედან გამომდინარე, შვეიცარიული მოდელის გამოყენება საქართველოში იქნება ძალიან საინტერესო იმის გათვალისწინებით, რომ განათლება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევხვდით განათლების სახელმწიფო მდივანს, რომელიც კურირებს განათლების სისტემას შვეიცარიის კონფედერაციაში და მისგან მივიღეთ ძალიან ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიკეთეები აქვს დუალურ განათლებას და ასევე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა დუალური განათლების ახალი სისტემის დანერგვის პროცესში. შვეიცარიულმა მხარემ აღგვითქვა დახმარება როგორც რეკომენდაციების სახით, ასევე ექსპერტების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადავდგით დღევანდელი შეხვედრის შემდეგ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით შვეიცარიასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა