ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

07 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის (ISDP) დირექტორს, ნიკლას სვანსტრომს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ქართულ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა, 2017 წლის 7 დეკემბერი