ირაკლი კობახიძე უფსალას ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა

06 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე უფსალას ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, უფსალას ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, პერ ბენგსტონს შეხვდა. 

პერ ბენგსტონმა ირაკლი კობახიძეს ცენტრის საქმიანობა გააცნო და განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ინოვაციებისა და ამ ტექნოლოგიების განსაკუთრებულ როლს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს ამ მხრივ, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც. უფსალას ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან და ინოვაციურ ცენტრებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი აბესაძე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და უფსალას მერი, კარლ ლინდბერგი ესწრებოდნენ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე უფსალას ინოვაციების ცენტრში იმყოფებოდა, 2017 წლის 6 დეკემბერი