ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 მაისი 2017
ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში ვიზიტს აგრძელებს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. 

ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს დახმარება გაუწიოს. 

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი დღე მედიასთან საუბრისას შეაჯამა. 

სამიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა. დღეს საშუალება მოგვეცა პლენარულ სხდომაზე გამოვსულიყავით და გვესაუბრა უსაფრთხოების საკითხებზე და კონკრეტულად, პარლამენტების როლზე უსაფრთხოების საკითხებში. 

ასევე, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა პარლამენტების სპიკერებთან და ვიცესპიკერებთან. დღეს შევხვდით სერბეთის, მონტენეგროს, უნგრეთისა და რუმინეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცესპიკერებს. ეს იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა, 2017 წლის 18 მაისი