ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

21 აპრილი 2017
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. 

ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უნგრეთის პარლამენტთან თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეების განცხადებით, საქართველო და უნგრეთი მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტყველებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განხილვაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, ეკონომიკის მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დინამიკაც. მათი განცხადებით, ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისები ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერმინისტრს პარლამენტის თბილისის სასახლის სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა, 2017 წლის  21 აპრილი