ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

12 ივნისი 2019
ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იანჩისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა შეაფასეს. 

აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, 2019 წლის 12 ივნისი
  • ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, 2019 წლის 12 ივნისი