ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა

19 მაისი 2017
ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, „პოლონურ რადიოს“ და გაზეთ „რესპუბლიკას“ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა. 

ჟურნალისტებთან - რობერტო გალეასთან და რუსლან რჟოშინთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მიმოიხილა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. მისივე თქმით, 26-29 მაისს თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს-ს არაწევრ ქვეყანაში იშვიათად ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.

ირაკლი კობახიძე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობს.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა, 2017 წლის 19 მაისი
  • ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა, 2017 წლის 19 მაისი
  • ირაკლი კობახიძემ პოლონურ მედიას ინტერვიუ მისცა, 2017 წლის 19 მაისი