საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

09 თებერვალი 2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და ამ მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით გამოვიდე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოხარული ვარ ამ ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის გამოვლენილი უდიდესი თანამშრომლობით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენაში ადრეულ 90-იან წლებში და ეს არის როლი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, ასრულებდა საქართველოსთვის, და ჩვენ უკიდურესად მადლიერი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის.

ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ინტენსიური ფაზისა ჩვენს ურთიერთობებში. 2017 იყო გამორჩეული წელი ჩვენი ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობისთვის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მაიკ პენსის, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო კულმინაცია ჩვენს ურთიერთობებში. ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა მეტად ძლიერი განცხადებები საქართველოს მხარდასაჭერად და ეს გზავნილები ძალიან დაფასდა ქართველი ხალხის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო დიდ წილად ეყრდნობა შეერთებული შტატების მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა, რათა მივაღწიოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის დასახულ მიზნებს და მივდიოთ პრიორიტეტებს რაც დადგენილი გვავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ყველა ამ განზომილებაში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას რეგიონულ დონეზე მეტად კომპლექსურ სიტუაციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და საშინაო რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გამოწვევები, რომლებიც არსებობს ქვეყნის გარშემო, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ამ კუთხით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მრავალი გამოწვევა გვაქვს რეგიონში და ჩვენი ქვეყნის გარშემო, და ამ გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს საქართველოს მთავრობა. ჩვენი პოლიტიკა არის საკმაოდ ეფექტური, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის საკმაოდ ეფექტური და ჩვენი საშინაო რეფორმები ხორციელდება საკმაოდ ეფექტურად. გამოწვევები, რომლებიც გვაქვს ქვეყნის გარშემო, საქართველოს გარშემო, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, რათა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებსა და ევრო -ატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნათელი საგარეო პოლიტიკური ხედვა და მისი მთავარი პრიორიტეტი ევრო-ატლანტიკური და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის ძალიან თანმიმდევრული შესაბამისი ძალისხმევის გაწევისას.
„ჩვენ გაქვს ძალიან ნათელი საგარეო პოლიტიკური ხედვა, ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი პრიორიტეტები ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის, და მთავარი პრიორიტეტი არის გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ნატო-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობა არის წამყვანი პრიორიტეტები საქართველოსთვის და ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები შესაბამისი ძალისხმევის გაწევისას. ჩვენ ვახორციელებთ განვითარების რეფორმებს, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს უწყვეტი დაახლოება ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებასა და ევროკავშირთან და ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი რეფორმები არის საკმაოდ წარმატებული.

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ნატო-სთან, გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა თავდაცვის და სხვა სფეროში და გვჯერა ეს თანმიმდევრულობა საბოლოოდ გამოიღებს შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ არ იქნება ადვილი მივაღწიოთ სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში მომდევნო რამდენიმე თვეში ან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, გვჯერა რომ ეს მიზანი მიღწეული იქნება და კვლავ, ასევე ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან საქართველოში დასავლური ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად მზარდ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგები ცხადყოფს მოსახლეობის მხარდაჭერის უპირობო ზრდას ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად მოქმედებს.

„კიდევ ერთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არის ევროკავშირის წევრობა და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები მიღწევები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის უფლება, და ეს არის ძალიან ხელშესახები შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და ახლა საქართველოს მოქალაქეები კარგად გრძნობენ რა არის დასავლური ინტეგრაციის სარგებელი. ხალხის მხარდაჭერა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიმართ არის საკმაოდ მაღალი და მზარდი. თუ შევხედავთ უკანასკნელი საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნების შედეგებს, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტმა მისცა ხმა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს ნატო-ში ინტეგრაციას და ევროინტეგრაციას, რაც ცხადყოფს ქართველი ხალხის ნათელ მისწრაფებას, ქართველი ხალხის ნათელ ნებას გახდენენ ევროპული ოჯახის და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები და ჩვენ, მთავრობა, ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ამ ნების შესაბამისად. ეს დაფუძნებულია ღირებულებებზე, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ისტორიულად იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, და ჩვენ გვინდა დასავლურ საზოგადოებისადმი ამ ისტორიული კუთვნილების ფორმალიზება, და ამ ღირებულებებზე დაფუძნება ხდის ჩვენს საგარეო პოლიტიკას უფრო ძლიერს, და სწორედ ამიტომ პოლიტიკა არის ამდენად თანმიმდევრული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში რუსეთის ფედერაციასთან არსებულ გამოწვევებს და ოკუპირებული ტერიტორიების თემასაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ახორციელებს პრაგმატულ პოლიტიკას რომელიც დასავლეთის პარტნიორების მიერ ფართოდ არის მხარდაჭერილი და მიღებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასთან. გვაქვს განსაკუთრებული პრობლემები და გამოწვევები რუსეთის ფედერაციასთან და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ ამ გამოწვევებს ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. არ არის ადვილი იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება ოკუპაციას და რუსეთის აგრესიას. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიზნები მიღწეული იქნება. ჩვენ მივდევთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელიც ფართოდ არის მხარდაჭერილი და მიღებული ჩვენი დასავლეთ პარტნიორების მიერ. ამ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ვახერხებთ მივაღწიოთ ეროვნული სტაბილურობის უფრო მაღალ დონეს საქართველოში. რაც ნიშნავს ამ პოლიტიკის და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმატებას. ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ, თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ამ მიმართულებით მსმენელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ მოვახერხეთ საგრძნობლად გაგვეზარდა სტაბილურობის დონე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ჩვენთვის და ახლა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი დონე ეროვნული სტაბილურობის, თუმცა ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს უფრო ფართო რეგიონალურ სტაბილურობაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის. თუმცა ამ პრაგმატული პოლიტიკით რუსეთის მიმართ, ჩვენ ვხედავთ აგრესიის მატებას ოკუპირებულ რეგიონებში, ვგულისხმობ რუსეთის აგრესიას. ჩვენს გვაქვს სხვადასხვა სახის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში, ტენდენცია საკმაოდ უარყოფითია. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაზრდილ რაოდენობას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ თვალს ვადევნებთ კონკრეტულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, რუსეთის ფედერაცია ხელს აწერს შეთანხმებებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. საზღვრების დადგენა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის, და გადამკვეთი პუნქტების დახურვა.

ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილების შეზღუდვა არის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები რათა ხელი შეგვეწყო ნდობის აღდგენისთვის ადმინისტრაციულ საზღვრებში აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის. ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ეთნიკური პრობლემა აფხაზ ან ოს მოსახლეობასთან, ეს არის მხოლოდ პოლიტიკა, რუსეთის აგრესია, რომელიც აფუჭებს ყველაფერს ჩვენს ურთიერთობებში. როდესაც აფხაზების და ოსები ჩამოდიან თბილისში ან საქართველოს სხვა ადგილებში, მათი მიღება ხდება სტუმართმოყვარეობით, და რა თქმა უნდა ეს ხალხის-ხალხთან კონტაქტი და ურთიერთობები პოზიტიურ გავლენას ახდენს სიტუაციაზე ორივე ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით, და ეს არის ის რაც არ მოსწონს რუსეთის ფედერაციას და ეს არის მიზეზი რატომაც რუსეთმა დაიწყო გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ არსებული მძიმე გამოწვევების გადასაჭრელად.

„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის ძალიან მძიმე ორივე, აფხაზეთის და ცხინვალის, რეგიონში, ჰუმანიტარული სიტუაცია ასევე არ არის კარგი ქართველებისთვის და არა მხოლოდ, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ორივე ოკუპირებულ რეგიონში. ასეთი არის სიტუაცია, ტენდენცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებს საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს. ეს ეხება სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონკრეტული ადამიანების უფლებებს. რა თქმა უნდა, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული და საერთაშორისო საზოგადოებას ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას ახორციელებს. ასეთია ხელისუფლების მიდგომა და რუსეთის ფედერაციასთან არსებული მოლაპარაკებების ფორმატებით ხელისუფლებამ შეძლო ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიღწევა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური პროგრესი უკიდურესად შეზღუდულია.

„რაც შეეხება რუსული აგრესიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ განწყობებს, დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში ძალიან მაღალია. რაც შეეხება რუსული აგრესიის მიმართ განწყობას - ის ძალიან ნეგატიურია. ჩვენთვის გამოწვევაა რუსული პროპაგანდაც. გამოწვევები და პრობლემები რჩება და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას ამ მიმართულებით მოვლენების ნებისმიერი ტიპის ნეგატიური განვითარება თავიდან უნდა ავაცილოთ. კარგი ისაა, რომ მთავარი სოციალური და პოლიტიკური მოთამაშეები საქართველოში, მთავარი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების ჩათვლით - პროდასავლურია და ამას, ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ დამოკიდებულებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. გვწამს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი გზებითაა შესაძლებელი და ესაა ამ მომენტში საქართველოს მთავრობის მიდგომაც. ვიყენებთ მოლაპარაკებების ორ ფორმატს რუსეთის ფედერაციასთან - ჟენევის დისკუსიების ფორმატს და ორი წარმომადგენლის ფორმატს. ამ ორი ფორმატის გამოყენებით, ჩვენ შევძელით ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ის უკიდურესად შეზღუდულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმა იყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

„საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ბევრი გამოწვევა და პრობლემა უკავშირდებოდა კონსტიტუციის წინა რედაქციებს, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ავტოკრატიული რეჟიმის შესაძლებლობას აძლევდნენ. ახლა კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ შესაძლებლობას სრულად აღკვეთს. აღარ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, საქართველოში დამყარდეს ავტოკრატიული მმართველობა - საპარლამენტო მმართველობის სისტემისა და პროპორციული არჩევნების ფონზე, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ეფექტურად იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ საქართველო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერებაა.

„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით და თუ სხვადასხვა კვლევას დავეყრდნობით, ამ მხრივ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მაგალითად, Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, რაც უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევაა. თუ აქამდე ამ მხრივ ვლიდერობდით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთი ლიდერები ამ მიმართულებით, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა დეცენტრალიზაციის რეფორმაა და ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვა გააჩნია.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერებაა.

„ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად შემუშავებული მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, მმართველობისა და ინფრასტრუქტურის რეფორმას მოიცავს. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ეკონომიკური განვითარება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რათა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელით ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გავუთანაბრდეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში, საშუალო პერსპექტივაში, რათა საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე და უზრუნველვყოთ ეკონომიკური განვითარება, რაც ჩვენი ამბიციური მიზანია.

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, მმართველობისა და ინფრასტრუქტურის რეფორმას მოიცავს. გვწამს, რომ ამ ოთხ პუნქტიანი გეგმით საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება. უკვე ვხედავთ ამ გეგმის ეფექტურობის პირველ შედეგებს. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.8 % იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და როდესაც ვამბობ რეგიონს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ უფრო ფართო რეგიონს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების მიმართულებებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და ამ მიზნის შესასრულებლად, სხვადასხვა ღონისძიებას ვახორციელებთ. ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ავტობანი, რომელიც საქართველოს დასავლეთ საზღვრებს აღმოსავლეთ საზღვრებთან დააკავშირებს და ჩვენი მიზანია, ეს მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.

ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ამერიკული ინვესტიციებით ვაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე და ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, ის ევროპას აზიასთან, დასავლეთს - აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს ისტორიული ფუნქცია აღვუდგინოთ. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყანასთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რათა ამ მიზნის შესრულება უზრუნველვყოთ.

საკმაოდ წარმატებულები ვართ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ასევე, თურქეთთან და ჩინეთთან. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან. ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება ინვესტიციებს და ბიზნესის კეთებას - ამ მხრივაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ბიზნესის კეთების რეიტინგი, სადაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს იკავებს, რაც უდიდესი მიღწევაა და კიდევ ერთხელ ახდენს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ეფექტურობის დემონსტრირებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისადმი და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს იყოს ძლიერი და ერთგული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ამ მკაფიო ხედვითა და სწორი გზით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები მიღწეული იქნება და ქვეყნის საშინაო რეფორმების პრიორიტეტები განხორციელდება.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ იყოს განვითარების საუკეთესო მაგალითი რეგიონში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი ძლიერი და ერთგული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ეს დამოკიდებულება ასახულია ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, საპარლამენტო რეზოლუციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე იქნა მიღებული და სადაც გაცხადებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი, რომელიც ახდენს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების დემონსტრირებას თანამშრომლობის მიმართ და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მტკიცე თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გვჯერა, რომ ჩვენ განვითარების სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვპროგრესირებთ, ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას, ქართულ ეკონომიკას და გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა შიდა რეფორმებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით. გვჯერა, რომ ამ მკაფიო ხედვითა და სწორი გზით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები მიღწეული იქნება და ჩვენი ქვეყნის საშინაო რეფორმების პრიორიტეტები განხორციელდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა ამ მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკვე მრავალი წელია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“, - განაცხად ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გამოსვლის შემდეგ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 8 თებერვალი