საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

21 იანვარი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ყურადღება თავდაცვისა და სამხედრო განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს.

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესახებ ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზაქირ ჰასანოვს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტიც გააცნო და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა, 2020 წლის 21 იანვარი