საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

14 ნოემბერი 2015


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის პარლამენტს და ფრანგ ხალხს. მომხდარი დიდი ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომის აუცილებლობას თანამედროვეობის იმ გლობალური სენის დასამარცხებლად, რასაც ტერორიზმი ჰქვია.