ილია ნაკაშიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დაბადების თარიღი: 1959 წლის 12 მაისი
ილია ნაკაშიძე დაიბადა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ქოქშეთაუში სამხედრო ექიმის ოჯახში.
სხვადახვა დროს ცხოვრობდა იაროსლავლისა და ვლადიმერის ოლქებში, 1974 წელს დაბრუნდა საქართველოში, ქალაქ ბათუმში.
1978 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ვოროშილოვგრადის სამედიცინო ინსტიტუტი (1978 – 1984) (ამჟამად ლუგანსკის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი) და 1988 წლამდე მუშობდა საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში ექიმად.
1988 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ ბათუმში. იყო ექიმ-ანესთეზიოლოგი (1988–2010) ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; კლინიკა „მედინას“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2010).
ილია ნაკაშიძეს მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხები: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1997 წ. ) და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003 წ.); არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ( 2003 წ.).
ილია ნაკაშიძე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.
ილია ნაკაშიძე არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის („რეგიონული გაუტკივარება“, ბათუმი, 2012 წ.) ავტორი. მისი კვლევის თემები შეეხება თანამედროვე კლინიკური მედიცინის მიღწევებსა და უახლეს ტექნოლოგიებს.
არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, ორგანიზატორი და თავმჯდომარე, იმუნოლოგთა და ალერგოლოგთა III კონგრესისა და რუსეთის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგთა VI საერთაშორისო ყრილობის წევრი.
გავლილი აქვს სტაჟირება უკრაინაში, რუსეთში, გერმანიასა და შვედეთში: ბრემენის წმ. იოსების საავადმყოფო (გერმანია, 08.2008 წ.); სტოქჰოლმის მუნიციპალური მედიცინის სტრუქტურული განვითარება (შვედეთი,10. 2003 წ.); ესენის მუნიციპალური საავადმყოფო (გერმანია, 2002 წ.); კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: (ვოროშილოვგრადის სახელმწიფო სამეცნიერო ინსტიტუტი (1989 წ.); კიევის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (1988 წ.); ხარკოვის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (1986 წ.); ვოროშილოვგრადის საოლქო კლინიკური საავადმყოფო (ინტერნატურა, 1984-1985 წწ.).
1999 წლიდან ილია ნაკაშიძის საქმიანობა თვითმმართველობას დაუკავშირდა. 1999-2000 წლებში ის იყო ქ. ბათუმის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2000-2004 წლებში - ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.
სამუშაო გამოცდილება:
განათლება:
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.