სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 იანვარი 2018
სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 17 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორის და აკადემიკოსის, ილია ნაკაშიძის ორგანიზებით,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაციასთან შედგა შეხვედრა. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი, სოფო ბაკურიძე ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ვიზიტებს, საგრანტო პროექტების მოძიებას, ერთობლივი ლექციების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას, აკადემიური პერსონალის გაცვლის ისეთი მიმართულებების, როგორიცაა: მედიცინა, სტომატოლოგია და მოკლევადიანი გაცვლები.

გალერეა

  • სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • სტამბულის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა