პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილის ბრიფინგი

19 ივნისი 2017
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილის ბრიფინგი

„ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი, პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ მოსწონს არავის ქვვეყანაში, გარდა ერთი პარტიისა - „ქართული ოცნებისა“. ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა, რომ თუ აიკრძალა საარჩევნო ბლოკები და შენარჩუნდა 5%-იანი ბარიერი, ამ პირობებში ე. წ. ბონუსი, არ და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სახეზეა პოლიტიკური კრიზისი ჯერ პარლამენტის დონეზე, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს კრიზისი გადაინაცვლებს სხვა შტოებშიც“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებიც გააკრიტიკა.

„პარტიებს ერთმევათ სარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალება და ის, რომ სრულფასოვნად, თანაბარი უფლებებით იყვნენ წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისი თქმით, საყურადღებო ფაქტია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს უფლებები ეზრდებათ. კერძოდ, ენიჭებათ უფლება ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი გააძეონ საარჩევნო უბნიდან, რაც აქამდე არასდროს ყოფილა, ასევე გამგებლებს ეძლევათ უფლება გამოითხოვონ საარჩევნო სიები უბნების მიხედვით.

„ჩვენ ვითხოვდით ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება გათანაბრებოდა სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულთან. ამის ნაცვლად ქართული ოცნება აკანონებს საარჩევნო პროცესში გამგებლების ჩარევას და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გალერეა

  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2017 წლის 19 ივნისი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2017 წლის 19 ივნისი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2017 წლის 19 ივნისი