მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა მდინარაძე დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს თბილისში. 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2006 წლებში იყო მიწვეული ლექტორი დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
2001-2004 წლებში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად.
2005-2016 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
2009 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის მონიტორინგის ცენტრის“ (შემდგომში „ადვოკატთა ალიანსი“) დამფუძნებელი.
2015 წელს დაამთავრა სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტურანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი; სადოქტორო ნაშრომი თემაზე „დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები სისხლის სამართალწარმოებაში“.
2014-2016 წლებში აირჩიეს „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარედ. იმავე წელს „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტად.
2015-2016 წლებში - შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
2016 წელს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის გადაწყვეტილებით არის ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2016 წლიდან - საქართველოს პარლამენტის წევრი.
2016-2019 წლებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
2019 წლის 25 ნოემბრიდან - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
2019 წლის 26 ნოემბრიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.