სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

14 ივლისი 2017
სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, რასა ბუდბერგაიტეს და სეიმის წევრებს: კესტუტის მასიულისს, ეგიდიუს ვარეიკისს, ასევე, პრემიერ მინისტრის მრჩეველს, არნოლდას პიკჟირნისს და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდნენ. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინა პერიოდში, ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებზე და თუ როგორ უნდა დაგვეხმაროს ლიტვა იმაში, რომ საქართველო იყოს უფრო ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის. ჩვენი აზრით, უკვე უნდა დიწყოს საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი, როგორიც არის ლიტვა, დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინა პერიოდში გადაიდგას ამბიციური ნაბიჯები - ეს არის გაწევრიანების საკითხის დაძვრა, ევროპის კავშირის სტრუქტურულ ფონდებზე წვდომა საქართველოს რეგიონებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის საკითხები, რომელიც წლების განმავლობაში განაპირობებს საქართველოს განვითარებას“,- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

გალერეა

  • სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, 2017 წლის  14 ივლისი
  • სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, 2017 წლის  14 ივლისი