სერგი კაპანაძემ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

24 ოქტომბერი 2017
სერგი კაპანაძემ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის თბილისის შენობაში კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით გამართული სემინარის -„საქართველო - ხიდი სახელმწიფო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ მონაწილეებს უმასპინძლა.

ვიცე-სპიკერმა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებს, სტუდენტებს და ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სერგი კაპანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის კონტრიბუტორის როლს მსოფლიოში.

შეხვედრის დასასრულს გერმანელ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ ვიცე-სპიკერისთვის.

გალერეა

  • სერგი კაპანაძემ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტებს უმასპინძლა, 2017 წლის 24 ოქტომბერი
  • სერგი კაპანაძემ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტებს უმასპინძლა, 2017 წლის 24 ოქტომბერი