ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ

14 სექტემბერი 2017
ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

კონგრესმენმა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი იზიარებს საერთო მიზანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დატოვებას გულისხმობს. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოლიდარობის შესახებ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სოლიდარობა ძალიან ნათელია, საერთოა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სურვილის გვერდით, იყოს დამოუკიდებელი, ევროპული თანამეგობრობისა და ნატოს ფუნქციური წევრი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერი კონოლიმ.

შეხვედრას, ქართული მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი..

გალერეა

  • ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ, 2017 წლის 13 სექტემბერი