საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯიმ მაკგოვერნს შეხვდნენ

07 ივნისი 2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯიმ მაკგოვერნს შეხვდნენ

პარლამენტის დელეგაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დემოკრატ კონგრესმენს მასაჩუსეტსის შტატიდან, ჯიმ მაკგოვერნს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. დელეგაციის წევრებმა კონგრესმენს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კონგრესმენმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქართულ მხარეს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილიირაკლი კოვზანაძეაკაკი ზოიძეკახაბერ კუჭავაანრი ოხანაშვილიოთარ დანელიაგიორგი კახიანინინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძეოთარ კახიძეთინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯიმ მაკგოვერნს შეხვდნენ, 2019 წლის 6 ივნისი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კონგრესმენ ჯიმ მაკგოვერნს შეხვდნენ, 2019 წლის 6 ივნისი