საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა

13 სექტემბერი 2017
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

ქართველმა პარლამენტარებმა ამერიკელ კონგრესმენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციის ამერიკელ კონგრესმენთან შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე.

გალერეა

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა, 2017 წლის 13 სექტემბერი

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუს შეხვდა, 2017 წლის 13 სექტემბერისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა, 2017 წლის 13 სექტემბერი
  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუსს შეხვდა, 2017 წლის 13 სექტემბერი