თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

19 დეკემბერი 2017
თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან გამართა.

საქართველოში სტუმრად მყოფი სტუდენტები, რომლებიც ჰარვარდის, ფლეტჩერის, სტენფორდის და დიუკის უნივერსიტეტებში სახელმწიფო მართვის პროგრამაზე სწავლობენ, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი სტუმრების მხრიდან გაცნობითი ხასიათისაა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მათ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

„ეს მათთვის არის გაცნობითი შეხვედრა ქვეყანასთან. ბევრი მათგანისთვის ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში და ვინაიდან სტუდენტები სწავლობენ სახელმწიფო მართვას, მათთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ბოლო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში საქართველომ განახორციელა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვინც ახლა სწავლობენ ამ პროგრამაზე და შესაბამისად, მათ გავუზიარე ჩემი და ამასთანავე, საქართველოს გამოცდილება მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს, უახლოეს პერიოდში, გაფართოებული შემადგენლობით გეგმავენ.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა, 2017 წლის 19 დეკემბერი