თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

27 ნოემბერი 2017
თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მხარეებმა რეფორმებზე მუშაობის პროცესში პარლამენტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება კანონის უზენაესობასა და რეფორმების იმპლემენტაციის პროცესზე გამახვილდა.

„ამერიკელმა სტუმრებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და პარლამენტის სამუშაო პროცესი პოზიტიურად შეაფასეს. მათი მხრიდან ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის გაგრძელების მზაობაც გამოითქვა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დემოკრატიული რეფორმების და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და მომავალშიც, ამერიკული მხრიდან, დემოკრატიული პროცესების მნიშვნელოვან მხარდაჭერას ველოდებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 27 ნოემბერი