თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინააღმდეგია

09 ოქტომბერი 2018
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინააღმდეგია

„ჩვენ არ გვსურს, რომ შეიქმნას პრეცედენტი, სადაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღოს შემსუბუქებული დამოკიდებულება“, - ამ სიტყვებით მიმართა თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კოლეგებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სანქციების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს და რუსეთს უნდა მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, აუცილებელია რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, თუმცა ევროსაბჭო უნდა იყოს ძლიერი და უპასუხოს კრემლის გამოწვევებს.

„დოკუმენტში ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი, მაგრამ ეს ცალმხრივი კომპრომისია. ჩვენ არ გვსურს, რომ შეიქმნას პრეცედენტი, სადაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღოს შემსუბუქებული დამოკიდებულება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს მოხსენება იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის პირობად, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, გვსურს, ის დარჩეს ევროსაბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ არ გვსურს მოხდეს ეს შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის გზით და ცალმხრივი კომპრომისით. თუ ჩვენ პრობლემის ასეთ მოგვარებას დავუშვებთ, მაშინ ეს დაასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას და დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას. რუსეთი ფედერაცია უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უნდა მოვძებნოთ სხვა გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი განხილვის შემდგომ ჩვენ შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უფრო ძლიერი ორგანიზაცია გავხადეთ და არ დავასუსტეთ. მოდით არ შევცვალოთ წესები, მოდით მოვძებნოთ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინააღმდეგია