თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

10 ივლისი 2018
თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

„ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთი (პარლამენტი) მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს და ჯგუფის წევრებს. კონფერენცია ეძღვნებოდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის თავს. საქართველო, როგორც ისრაელის სახელმწიფოს განსაკუთრებული მეგობარი, მონაწილეობდა სპეციალურ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც სულ სამი ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული. დისკუსია შეეხებოდა პარლამენტების როლს ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერის და პოზიციონირების კუთხით. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან კარგი თანამშრომლობა. ბოლო წლებში, ასევე გაძლიერდა პარლამენტებს შორის ურთიერთობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტენსიური კავშირები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გასაძლიერებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
  • თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება