თამარ ჩუგოშვილი: „საპარლამენტო კონტროლის განხორცილების ფუნქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს“

17 მარტი 2017
თამარ ჩუგოშვილი: „საპარლამენტო კონტროლის განხორცილების ფუნქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს“

თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბორჯომში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უხელმძღვანელა სესიას -„ეროვნული პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციაში“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით: „საქართველო ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და სარჩელების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვლილია უკეთესობისკენ“.

თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობით შექმნილი ის გარანტიები და ბერკეტები, რაც ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულებას უზრუნველყოფს ჩვენ ქვეყანაში. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონზე, სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებულ ნორმებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და სწორედ, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფუნქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. „ჩვენ გვაქვს დემოკრატიის ის ხარისხი, რომლის განვითარების შემდგომი ეტაპი უნდა იყოს პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი გაძლიერება, განსაკუთრებით საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაში. ჩვენს რეგლამენტში უკვე არის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ კონკრეტულმა უწყებამ და სტრუქტურამ, რომელიც ვალდებულია აღასრულოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ანგარიში გადაწყვეტილებების აღსრულების თოაბაზე“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა კონფერენცაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით ტარდება. „საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ასეთია ჩვენი ბოლო წლების სტატისტიკა. ყველაზე ცოტა სარჩელია და ყველაზე კარგი შემსრულებელია გადაწყვეტილებების. ამიტომ, ჩვენ ამ მხრივ, ევროსაბჭოში ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სწორედ საქართველოში ჩატარებულიყო ეს შეხვედრა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გალერეა

  • თამარ ჩუგოშვილი: „საპარლამენტო კონტროლის განხორცილების ფუნქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს“, 2017 წლის 17 მარტი