თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა

08 თებერვალი 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სახელით, საზეიმო მიღება გაიმართა.

„ერთი საუკუნის განმავლობაში უნივერსიტეტმა გამოიარა, როგორც დიდებული, ასევე რთული პერიოდები და მინდა ვუსურვო, ისევ გაუსწროს დროს, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც არსებობს განათლების სფეროში, იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც ასახელებს ჩვენს ქვეყანას და გაზრდის მომავალ თაობას. მისცემს მათ არა მხოლოდ განათლებას, არამედ, მათ თავისუფალ აზროვნებას ასწავლის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიმართა და უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მთელ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა.

„გილოცავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს. დღეს მინდა მოგმართოთ არა მხოლოდ როგორც პარლამენტის წარმომადგენელმა, არამედ, როგორც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა. ჩემი პირველი მეხსიერება, რომელიც უნივერსიტეტს უკავშირდება მომყვება ძალიან ღრმა ბავშვობიდან და ეს არის ჩემი მშობლების სიტყვები და დამოკიდებულება უნივერსიტეტის მიმართ, რომელიც მათ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად მიაჩნდათ. მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა მენახა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები, მათ შორის, მესწავლა ასეთ უნივერსიტეტებში, თუმცა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არ მქონოდა ის განათლება, რომელიც მომცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რის გამოც ძალიან მადლობელი ვარ, როგორც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უნივერსიტეტის, როგორც კავკასიაში პირველი ევროპული ტიპის სასწავლებლის იდეაზე, მნიშვნელობაზე და მის ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მეოცე საუკუნის დასაწყისში გადადგა, იყო უნივერსიტეტის დაფუძნება და ეს უნივერსიტეტი იყო იმ პერიოდში პირველი მთელს კავკასიაში. ევროპული ტიპის უნივერსიტეტის, სასწავლო დაწესებულების შექმნა ასი წლის წინ იყო თავის დროზე უდიდესი იდეა, უმნიშვნელოვანესი რამ, რომელიც უსწრებდა დროს. ბოლო ათწლეულების და ბოლო საუკუნის განმავლობაში უნივერსიტეტი ასრულებდა ფასდაუდებელ როლს არა მხოლოდ განათლების გავრცელებაში ჩვენს ქვეყანაში, არამედ იყო ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მოწვეულ საზოგადოებას უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიულოცა.

ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია, კოლეგებთან ერთად, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღსანიშნავად. 2017-2018 წლებში, მიმდინარე წელს საქართველო სამ მნიშვნელოვან, საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს. ეს გახლავთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის იუბილე. ამ სამი უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მოვლენის თანხვედრა სწორეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც იღვწოდა ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ცოდნაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული სარწმუნოების განმტკიცებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უდიდესი ტრადიციებისადმი პატივისცემა ქვეყანამ მეტი პროგრესით და წინსვლით უნდა გამოხატოს. მან ყურადღება უნივერსიტეტის როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და უნივერსიტეტს პარლამენტის სახელით სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოება თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებებით. ამ კუთხით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო და მივესალმო დღეს, თბილისში ჩამობრძანებულ 160-ზე მეტ მეცნიერ-თანამშრომელს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან. პარლამენტის სახელით გპირდებით სრულ მხარდაჭერას იმ ყველა საკანონმდებლო ინიციატივის კუთხით, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს ზოგადად საუნივერსიტეტო სივრცეში და მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„ცოდნა ყველაზე დიდი კაპიტალია, რაც კი შეიძლება ადამიანმა დააგროვოს და ბედნიერია ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს კაპიტალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააგროვა. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ამ თარიღის აღნიშვნა, ერთი მხრივ, როგორც პარლამენტის წევრისთვის და კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მეორე მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორისთვის და კათედრის გამგისთვის“, - ასე მიულოცა საუკუნოვანი საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტს პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სავანე, სადაც იყო აკვანი სულიერების და ეროვნულობის. ეს არის ის ტაძარი, სადაც 100 წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო ეს ეროვნულობა. ზუსტად ამიტომ დაამთხვიეს უნივერსიტეტის დამაარსებლებმა უნივერსიტეტის დაარსების დღე დავით აღმაშენებლის - ყველაზე დიდი ქართველის ხსენების დღეს, 8 თებერვალს. მინდა მივულოცო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს, ჩვენს დედა უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი. თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ ღონისძიებას ვესწრებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საქართველოს პარლამენტს საიუბილეო თარიღის საზეიმოდ აღნიშვნისათვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებულად აღნიშნა აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიურობის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის მნიშვნელობა.

„მინდა დიდი მადლობა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს. პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა. ეს ჩანაწერი არის აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტების ავტონომია. ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ეს იქნება ევროპაში ერთ-ერთი სამაგალითო კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებს პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარალამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, 2018 წლის 8 თებერვალი