გიორგი ვოლსკი ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

24 ივლისი 2020
გიორგი ვოლსკი ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. მხარეებმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმოიხილეს.

ყურადღება გაამახვილეს ოკუპაციის საკითხებზე, იქ არსებულ ვითარებაზე და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე.

მხარეებმა მსოფლიოში COVID-19 - ის კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს.

დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

შეხვედრისას, მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. ელჩმა კმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და შეცვლილი საარჩევნო სისტემის გამო და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტით ჩატარდება, რაც საქართველოს რეალურად, ახასიათებს.

მხარეები ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„ჰელენ სანდ ანდრესენი ნორვეგიის პირველი ელჩია რეზიდენციით საქართველოში, რომელიც საგანგებო ყურადღებას მიაქცევს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის პარლამენტთან. შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ინტენსიური. როგორც ელჩმა აღნიშნა, მათი საგანგებო ინტერესის საგანს ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესი წარმოადგენს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. 

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა, 2020 წლის 24 ივლისი