გიორგი ვოლსკი ქრისტოფ შპეტს შეხვდა

28 ნოემბერი 2019
გიორგი ვოლსკი ქრისტოფ შპეტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის, ადამიანური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კავკასიის პროგრამის მენეჯერს, ქრისტოფ შპეტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შვეიცარიის ჩართულობა კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროგრამაში. გიორგი ვოლსკის თქმით, პროგრამის განხორციელება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იგეგმება.

„ქრისტოფ შპეტს წინასწარი გასაუბრებები აქვს პოლიტიკოსებთან, რათა სიღრმისეულად გაერკვეს, თუ როგორ ხედავს თითოეული პოლიტიკოსი მომავალს და კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეროვნული უმცირესობების ჩართულობის ხარისხის შესწავლაზე და ამ მიმართულებით წინადადებების შემუშავებაზე.

გიორგი ვოლსკის თქმით, შვეიცარული მხარე მზად არის ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად ჩაერთოს სამუშაო პროცესში.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი ქრისტოფ შპეტს შეხვდა, 2019 წლის 28 ნოემბერი
  • გიორგი ვოლსკი ქრისტოფ შპეტს შეხვდა, 2019 წლის 28 ნოემბერი
  • გიორგი ვოლსკი ქრისტოფ შპეტს შეხვდა, 2019 წლის 28 ნოემბერი