პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ბიოგრაფია



ზვიად ძიძიგური
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 

ზვიად ძიძიგური დაიბადა 1964 წლის 31 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ მარანში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1987 წლიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მონაწილეობდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და გახდა სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს უზენაეს საბჭოში.
1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ აქტიურად იბრძოდა შევარდნაძის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. 1995 წელს, ზვიად ძიძიგური დაპატიმრებულ იქნა ძმასთან და სიძესთან ერთად. 2000 წელს იგი გაათავისუფლეს პოლიტპატიმართა მასობრივი საპროტესტო აქციების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შედეგად.
2000 წელს ზვიად ძიძიგურმა დაარსა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება“, რომლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს კონსერვატიული პარტია.
2004 წლიდან პერიოდულად იყო საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ მანდატზე პოლიტიკური მოტივების გამო უარი განაცხადა.
2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში იყო ეროვნული საბჭოს კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე. არჩევნებში მან ხმათა 8,3 % -ით მეოთხე ადგილი დაიკავა.
2012 წლის 1 ოქტომბერს მოიპოვა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით გახდა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016 წლის ნოემბრიდან დღემდე). 
  • საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი, სამტრედიის მაჟორიტარი (2004-2008) 
  • პ/გ ეროვნულ ძალთა გაერთიანება (კონსერვატორები, თავმჯდომარე (2000-2006)
  • ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992)
  • სამტრედიის რაიონის პრეფექტი (1991)
  • 25-ე მოძრავი მექანიზირებული კოლონა, ინჟინერი (1990-1990)
  • საქაგრომშენის სამშენებლო ტრესტის მოძრაობის მექანიზირებული კოლონა, ინჟინერი (1989-1990)
  • რ/გ საქაგრომშენის სამშენებლო ტრესტი, ინჟინერი (1987-1989)
  • წულუკიძის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაცია, ოსტატი (1986-1987)

განათლება:

  • საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი.