საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის განცხადება

31 დეკემბერი 2017


მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში გაჟღერებულ ინიციატივას და როგორც საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამოვთქვა მზადყოფნა გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ყველა მნიშველოვან საკითხზე, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

მზად ვართ, უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ჩვენი დღის წესიგის პრიორიტეტული საკითხია.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, აზერბაიჯანელ კოლეგებთან განვიხილოთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

ზვიად ძიძიგური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი