ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

07 აგვისტო 2020
ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა.

„ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე და რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც დემოკრატიის და მართლმსაჯულების ქვაკუთხედია. ჩვენ ამ არჩევნებს და ყველა ამ პოლიტიკურ პროცესს განვიხილავთ სწორედ იმ ჭრილში, რომ მართლმსაჯულების რეფორმა იყოს ბოლომდე მიყვანილი. აქ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებელთა სიმრავლე იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხალხის ნება თავისუფლად გამოვლინდეს იმიტომ, რომ ეს არის იმის საფუძველი, რომ დაწყებული რეფორმები, რომელიც შეჩერდა, მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა ნიდერლანდების საელჩოს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, საელჩოსთან ტრაციულად კარგი კომუნიკაცია გვაქვს. მადლობა გადავუხადე ელჩს იმისთვის, რომ საელჩო ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენც მიგვიღია ამ პროექტებში მონაწილეობა, მათ შორის: ზედამხედველობის გაძლიერების, მართლმსაჯულების რეფორმის და ადამიანის უფლებების კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2020 წლის 7 აგვისტო