მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებს შეხვდა

11 აგვისტო 2017
მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებს შეხვდა

10 აგვისტოს #58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მოქალაქეთა მიღება გამართა. ამომრჩევლები დეპუტატს მათ პრობლემებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საკითხების მოგვარების მიზნით განცხადებებით მიმართეს. პრობლემების შესწავლა და მათზე რეაგირება ბიუროს ამბროლაურის ოფისს დაევალა.

#58 საარჩევნო ოლქი ხუთ მუნიციპალიტეტს აერთიანებს - ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია. ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბიუროს შესაბამისი ოფისები. დეპუტატის ბიუროში მოსახლეობის მიღება ხუთივე რაიონში იმართება.

გალერეა

  • მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებს შეხვდა, 2017 წლის 10 აგვისტო
  • მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებს შეხვდა, 2017 წლის 10 აგვისტო