ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა

08 ივლისი 2019
ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ეკა ბესელიამ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხრიდან საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარტია „სამართლიანობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იასე ზაუტაშვილი.

გალერეა

  • ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა, 2019 წლის 8 ივლისი