ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა

28 ივლისი 2020
ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

ეკა ბესელიას შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო, რომ მისი იურიდიული განათლებიდან და ხარისხიდან გამომდინარე მას ძალიან კარგად ესმის სასამართლოს რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიისთვის. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოზე. გავაცანი ჩვენი ახალი პარტია, რომელიც ერთი წელია დაფუძნდა და ავუხსენი, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სამართლიანობა, დემოკრატია და მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა, საითაც არის ჩვენი ძალისხმევა მიმართული.
მე დიდი ხანია ჩართული ვარ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რამდენადაც ისრაელი - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი ვარ. ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე, ჩვენი შეხვედრა იყო გახსნილი და საინტერესო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. ეკა ბესელიას შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო