პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე შეხვედრა გაიმართა

30 ოქტომბერი 2019
პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების: ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის მოწვევით, პარლამენტში შეხვედრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შედგა.

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატში გაიმართა, რათა საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს.

„ჩვენი მიზანია საჯარო სივრცეში, რასაც პარლამენტი წარმოადგენს, შედგეს საჯაროდ მსჯელობა - კითხვების დასმა და პასუხების მიღება ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და ანაკლიის კონსორციუმისგან ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის თემაზე, როდესაც კითხვები უფრო მეტია რეალურად დაგროვილი, ვიდრე პასუხები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ კონსორციუმი და სამინისტრო გარკვეულწილად დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა პირველ რიგში ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ ორ მხარეს შორის კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციულად წარიმართოს დიალოგი და, საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას შეთანხმება და შეთანხმების შემდეგ პროექტი შედგეს. ესაა ამ შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა ჩვენი მხრიდან ხელს შეუწყობს ამ პროცესს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე შეთავაზება ორივე მხარეს გაეგზავნა, რათა საჯარო სივრცეში გაეცათ პასუხები წამოჭრილ საკითხებზე, თუმცა მისივე თქმით, სამინისტრომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მოკლე პრეზენტაცია გააკეთა, ისაუბრა პროექტის დეტალებზე, მასშტაბებზე, მის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და რეგიონისათვის, უკვე შესრულებულ სამუშაოებზე და ა.შ.

მან ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომელთა გადაწყვეტაა საჭირო იმისათვის, რომ შედგეს თანამშრომლობა მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის.

ლევან ახვლედიანმა შექმნილ პრობლემზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბრისას, სამი საკითხი დაასახელა, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პროექტის წარმატებით დასრულება.

ეს საკითხებია:

  • პროექტის მიმდინარე ინვესტორების ღია და თანმიმდევრული მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნა - სახელმწიფო ჩაერთოს მოლაპარაკებებში და შეათანხმოს ბანკებისთვის სესხის გადახდის ნაწილობრივი გარანტიის დაბალანსებული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ADC-ს, სახელმწიფოს და ევროკავშირის თანაბარ თანამონაწილეობას;
  • SSA MARINE-ს მოთხოვნა - საქართველოს მთავრობა არ შევიდეს კონკურენციაში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, სხვა ღრმაწყლოვან პორტებში ინვესტირებით და/ან სახელმწიფო რესურსების მიმართვით, სანამ ანაკლიის პორტის პირველი ფაზა არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და მასთან დაკავშირებით ვითარება საერთაშორისო დავაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ვიტოვებთ იმედს, რომ მთავრობასთან ერთად შევძლებთ პრობლემური საკითხების გადაჭრას. არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთაშორისო იურიდიულ დავაში გადაიზარდოს“, - განაცხადა მან.

შემდეგ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველას მიეცა.

დასასრულ, ლევან კობერიძემ მადლობა გადაუხადა კონსორციუმის ხელმძღვანელობას შეხვედრაში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საჯარო რეჟიმში გაცემულიყო პასუხები ბევრ კითხვაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს თემის კიდევ უფრო გააქტიურებას და იმას, რომ საბოლოო ჯამში პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდეს.

გალერეა

  • პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 30 ოქტომბერი