საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა 19 ივნისს, ბაქოში, აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისის) შენობაში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 53-ე პლენარული სესიაში მიიღო მონაწილეობა.
პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა პარლამენტების როლი მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში, რომელზეც თითოეული ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა სიტყვით.
აღნიშნულ თემაზე მიღებულ იქნა შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაცია. პლენარული სესიის ფარგლებში ასევე ჩატარდა პაბსეკის გენერალური მდივნის არჩევნები, რომელზეც ხელახლა იქნა არჩეული აზერბაიჯანის წარმომადგენელი, ასაფ ჰაჯიევი.
სხდომის დასასრულს, რამაზ ნიკოლაიშვილს, გადაეცა პაბსეკის ღირსების ორდენი, ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.