თამარ ხულორდავა: ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ

17 მარტი 2020
თამარ ხულორდავა: ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები: თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნული შეთანხმების მიმართ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების მხარდაჭერას. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს შემოგვთავაზა, რომ როგორც ინდივიდუალური დეპუტატები შევუერთდეთ ამ შეთანხმებას, ვინაიდან ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, მოგვიწევს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მათი სრული მხარდაჭერა მიღწეული შეთანხმების მიმართ.

ჩვენ თავიდანვე გამოცხადებული გვქონდა ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ გადავუხადეთ დიდი მადლობა მისი როლისთვის ამ პროცესში იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა და აქტიურობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი შედეგის მისაღწევად“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

თამარ ხულორდავამ იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად კორონავირუსის გამო ქვეყანში შექმნილი მდგომარეობისა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის მიერ მიღებული იქნება.

„რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება გადატანილია კორონავირუსზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ამოცანები, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში დგას და ეს უპირველს ყოვლისა, ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. აუცილებელია, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანოთ შეთანხმება და დავაგვირგვინოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებებით“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა: ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ, 2020 წლის 17 მარტი