empty

სალუქვაძე რევაზ

სახელი: რევაზ

გვარი: სალუქვაძე

დაბადების თარიღი: 15-09-1929

საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით

საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია

აკადემიური ხარისხი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

სამუშაო გამოცდილება: 1952-1954 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი,
1954-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1957-1962 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი. 1962-1974 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, კათედრის გამგე, 1970-1971 წლებში დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, 1979-1985 წლებში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, 1985 წლიდან სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

განათლება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი